სიახლე
ივლისი 2011
ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე - “მწვანე” საავადმყოფო და საავადმყოფოს ენერგიის მართვა
![]()
| პროგრამა “NATELI”-მა (New Applied Technology Efficiency and Lighting Initiative) 28-29 ივლისს ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ჩატაარა სემინარი თემაზე საავადმყოფოს “მწვანე” შენობითა და ენერგიის მართვის პრინციპებით უზრუნველყოფა. ამ პროგრამას USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს Winrock International. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სტიმულერება და ამ ტექნოლოგიების როგორც საცხოვრებელ, ისე ბიზნეს სექტორში (საავადმყოფოები) გამოყენების პრომოცია. სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის შენობებში გამოყენების შესაძლებლობების, საავადმყოფოების მართვისა და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროსპექტების შესახებ. ორდღიან სემინარს დაესწრნენ საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიების მეპატრონეები და მენეჯერები. სემინარის მონაწილეები გაეცნენ ენერგოფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებას შენობებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, საინვესტიციო შესაძლებლობებს, სტრატეგიული აზროვნების პრინციპებს, სამედიცინო და სახიფათო ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მეთოდებს. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პრაქტიუკული გამოყენების შესახებ. ერთერთი პრეზენტაცია კომპანია ვუდ სერვისის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ზაალ ხელაძემ ჩაატარა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მდგრადი მშენებლობის პრინციპები, მეთოდოლოგია და მათი გამოყენების აუცილებლობა. |




